Tuesday, October 22, 2019

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ჩვენ ვართ ქალაქ ფოთის II საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები :
                                          

                                                             ნიკა ჯოჯუა
                                                             ნიკა ანჯაფარიძე
                                                             ქეთი ანდრიაძზე
                                                             ბარბარე ვეკუა
                                                             ელენე რობაქიძე

Monday, October 21, 2019

რომანტიკოსები

ალექსანდრე დიუმა

Alexander Dumas père par Nadar
გამოჩენილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა-მამა (1803-1870) არა მარტო ნაყოფიერი რომანისტი და დრამატურგი, არამედ ცნობისმოყვარე მოგზაურიც იყო. სწაყურადღებოა ის "შთაბეჭდილებათა წიგნი",რომელიც მან კავკასიაში მოგზაურობის შესახებ დაწერა და რომლის ღრსებისა თუ ნაკლოვანებათა გათვალისწინება აუცილებელია თვითონ ამ წიგნის შნაარსის უკეთ ასათვისებლად.
დიუმამ სიცოცხლის მანძილზე არაერთი ქვეყანა მოინახულა, რაც არამხოოლოდ მისი მოგზაურობის ჟინიდან გმაომდინარეობდა. პარიზში, დდიუმა განთქუმი იყოს თავისი აღვირახსნილი ცხოვრების ჭესითა და რიგიანად დაგროვილი ვალებით. სწორედ მევალეებისგან თავის დაღწევის მცდელობით იყო განპირობრებული მისი "დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაც".




საქართველო დიუმას "მსოფლიო ტურნეს" მარშრუტში მე_19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მოხვდა. შთაბეჭდილებების, კონტრასტებისა და უცხო კულტურების მოტრგიალე მწერალისათვის, იმღამინდელი საქართველო ნამდვილი აღმოჩენა იყო. ის ძლიერ მოიხიბლა ამ ქვეყნით, მისი ბუნებითა და მაცხოვრებლებით. 


ალექსანდრე დიუმა
----------------------------------------------|რჩეული ნაწარმოებები|-------------------------------------------


|-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------|

ვიქტორ ჰიუგო


დაიბადა 1802 წლის 26 თებერვალს.ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: „მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ“ - წერს იგი სკოლის ჟურნალში [23]. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ 
ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.


ვიქტორ ჰიუგო
 

1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის.იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის.


Victor Hugo (პორტრეტი)
1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.





--------------------------------------------------------|რომანები|----------------------------------------------------


|------------------------------------------------------------------------------------------------------------------------|































რომანტიზმი ევროპაში

ჟიროდე. შატობრიანის პორტრეტი.
 (სენ მალოს ისტორიის მუზეუმი)
ომანტიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა. რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება.რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა.




ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში.


Stanach Zjednoczonych




აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.


---------------------------------------| ევროპელი რომანტიკოსი მწერლები |-------------------------------


|------------------------------------------------------------------------------------------------------------------------|

რომანტიზმი

ომანტიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა. რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას.



რომანტიზმი საფრანგეთში


რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა.


კასპერ დავიდ ფრედრიჩი(Abtei im Eichwald)
ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.