ალექსანდრე დიუმა
Alexander Dumas père par Nadar |
გამოჩენილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა-მამა (1803-1870) არა მარტო ნაყოფიერი რომანისტი და დრამატურგი, არამედ ცნობისმოყვარე მოგზაურიც იყო. სწაყურადღებოა ის "შთაბეჭდილებათა წიგნი",რომელიც მან კავკასიაში მოგზაურობის შესახებ დაწერა და რომლის ღრსებისა თუ ნაკლოვანებათა გათვალისწინება აუცილებელია თვითონ ამ წიგნის შნაარსის უკეთ ასათვისებლად.
დიუმამ სიცოცხლის მანძილზე არაერთი ქვეყანა მოინახულა, რაც არამხოოლოდ მისი მოგზაურობის ჟინიდან გმაომდინარეობდა. პარიზში, დდიუმა განთქუმი იყოს თავისი აღვირახსნილი ცხოვრების ჭესითა და რიგიანად დაგროვილი ვალებით. სწორედ მევალეებისგან თავის დაღწევის მცდელობით იყო განპირობრებული მისი "დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაც".
საქართველო დიუმას "მსოფლიო ტურნეს" მარშრუტში მე_19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მოხვდა. შთაბეჭდილებების, კონტრასტებისა და უცხო კულტურების მოტრგიალე მწერალისათვის, იმღამინდელი საქართველო ნამდვილი აღმოჩენა იყო. ის ძლიერ მოიხიბლა ამ ქვეყნით, მისი ბუნებითა და მაცხოვრებლებით.
ალექსანდრე დიუმა |
- ტრილოგია დ'არტანიანსა და სამ მუშკეტერზე:
- „სამი მუშკეტერი“ (Les Trois Mousquetaires, 1844)
- „ოცი წლის შემდეგ“ (Vingt ans après, 1845)
- „ვიკონტი დე ბრაჟელონი: ათი წლის შემდეგ“ (Le Vicomte de Bragelonne, ou Dix ans plus tard, 1847)
- „გრაფი მონტე-კრისტო“ (Le Comte de Monte-Cristo, 1845—1846)
- „ორი დიანა“ (Les Deux Diane, 1846)
- ტრილოგია ანრი ნავარელზე:
- „დედოფალი მარგო“ (La Reine Margot, 1845)
- „გრაფინია დე მონსორო“ (La Dame de Monsoreau, 1846)
- „ორმოცდახუთი“ (Les Quarante-Cinq, 1847)
- სერია საფრანგეთის რევოლუციაზე:
- „ჯუზეპე ბალზამო, ანუ ექიმის ჩანაწერები“ (Joseph Balsamo, 1846—1848)
- „დედოფლის ყელსაბამი“ (Le Collier de la Reine,1849-1850)
- „ანჟი პიტუ“ (Ange Pitou,1853)
- „გრაფინია დე შარნი“ (La Comtesse de Charny,1853-1855)
- „შევალიე დე მეზონ-რუჟი“ (Le Chevalier de Maison-Rouge,1845)
- „შავი ტიტა“ (La tulipe noire, 1850)
- „ლუიზა სან ფელიჩე“ (La San Felice, 1864)
|-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------|
ვიქტორ ჰიუგო
დაიბადა 1802 წლის 26 თებერვალს.ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: „მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ“ - წერს იგი სკოლის ჟურნალში [23]. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ
ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.
1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის.იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის.
Victor Hugo (პორტრეტი) |
1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.
--------------------------------------------------------|რომანები|----------------------------------------------------
- ბუგ-ჯარგალი, 1826
- სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე, 1829
- პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, 1831
- კლოდ გე, 1834
- საბრალონი, 1862
- ზღვის მუშები, 1866
- კაცი, რომელიც იცინის, 1869
- ოთხმოცდაცამეტი წელი, 1874
|------------------------------------------------------------------------------------------------------------------------|
No comments:
Post a Comment